,,ძალიან ბევრი ცნობადი სახე ,,ოცნებას“ სიაზე უარს ეუბნება… ეს პარტია მოდური აღარ არის“

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნების“ შეთავაზებაზე კოალიციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბევრმა პროფესიონალმა უარი თქვა. ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ამისი მიზეზი მმართველი ძალის არაპოპულარობაა.

„კონკრეტული სახელებს არ დავასახელებ, თუმცა მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის ცნობადი სახე, პროფესიონალი, რომელიც მათ უბრალოდ უარს ეუბნება საარჩევნო სიაში მოხვედრაზე“- აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება“, როგორც ხელისუფლება, ვერ ჩამოყალიბდა.

„ქართული ოცნება“ განსაკუთრებით ახალ თაობაში არ ითვლება პროგრესულ ძალად. ეს კი იმ ძირითადი სპიკერების დამსახურებაა, რომელებსაც კოალიციაში წამყვანი ადგილები უჭირავთ. გარდა ამისა ოცნებაში ნაკლებად იგრძბობა მწყობრი იდეოლოგიური პლათფორმა, ორგანიზებულობა და ა.შ. ამიტომ სახელისუფლებო პარტია არ არის მოდური, ახალგაზრდა ამბიციური ადამიანებში. კარიერისტებსა და მამაძაღლებს არ ვგულისხმობ, მე ვსაუბრობ იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც უნდათ ემსახურონ თავის ქვეყანას“- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

 

 

banner
წინა სტატიაშიპროცესი „იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც მტკიცებულებების შესაგროვებლად იქნება საჭირო“
შემდეგი სტატიაე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს