ძალადობა, პირადი ცხოვრების მონაცემები, მედიისათვის ხელის შეშლა, ფეიქნიუსები – პრეზიდენტის განცხადება საარჩევნო გარემოზე

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა – განცხადება ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დრეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა:

“წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიქნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას.

ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელის ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა. მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამრკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები.”- განაცხადა პრეზიდენტმა

banner
წინა სტატიაშიარ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას
შემდეგი სტატიადიდი იმედი მაქვს ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება