დიდი იმედი მაქვს ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება

დიდი იმედი მაქვს ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა – განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც პირველი განცხადება გააკეთა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე და მმართველ პარტიას არ დაეთანხმა:

გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე პარლამენტში შევიდნენ, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ, ქმნიან მოდელს ან მოდელის საწყისს როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი, ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ, მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა. პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა. მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი, დიდი იმედი მაქვს ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიძალადობა, პირადი ცხოვრების მონაცემები, მედიისათვის ხელის შეშლა, ფეიქნიუსები – პრეზიდენტის განცხადება საარჩევნო გარემოზე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც მხარეებს შორის იყო შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე