ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი მოსმენებზე: ვთხოვთ საგამოძიებო უწყებებს, რომ ეს ფაქტები ეფექტიანად იქნას გამოძიებული

ჩვენ ვთხოვთ საგამოძიებო უწყებებს, მათ შორის პროკურატურას, რომ ეს ფაქტები ეფექტიანად იქნას გამოძიებული – ამბობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ადვოკატების მოსმენებთან დაკავშირებით, რის შესახებაც სუს-ის კრებსებიდან ხდება ცნობილი:

“ეს არის ძალიან დიდი საფრთხისშემცველი. ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების, როგორიცაა: შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა სამართალწარმოების დროს. საფრთხისშემცველია მართლმსაჯულების სწორად განხორციელების თვალსაზრისით ეს არის დაუშვებელი. ვერ გამართლდება ვერანაირი კანონიერი ღონისძიებით, რადგან არის ერთმნიშვნელოვნად უკანონო. ჩვენ ვთხოვთ საგამოძიებო უწყებებს, მათ შორის პროკურატურას, რომ ეს ფაქტები ეფექტიანად იქნას გამოძიებული”,- ამბობს დავით ასათიანი.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის რეჟიმი არის პუტინის მოკავშირე” : “ევსაქებმა” ბათუმში, საკრებულოს შეთანხმებული ოპოზიციური თავმჯდომარეობის კანდიდატი წარადგინეს
შემდეგი სტატიაევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი: ევროკავშირი ფარული ჩანაწერების გამო ნაბიჯებს გადადგამს