ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი: ევროკავშირი ფარული ჩანაწერების გამო ნაბიჯებს გადადგამს

ევროკავშირი ფარული ჩანაწერების გამო ნაბიჯებს გადადგამს – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწე, პეტერ სტანო საუბრობს.

ის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა, სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვენის კონვენციის ჩარშოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში

„ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში.

ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინცინდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით“,- განუცხადა პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებას.

banner
წინა სტატიაშიადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი მოსმენებზე: ვთხოვთ საგამოძიებო უწყებებს, რომ ეს ფაქტები ეფექტიანად იქნას გამოძიებული
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა