დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

ექიმების ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. ექიმებს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

თემირლან მაჩალიკაშვილს შუბლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული აქვს გამჭოლი ჭრილობა. მას გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

“თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

banner
წინა სტატიაშიპანკისში უხუცესთა საბჭო იკრიბება
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფების მატებას ივანიშვილის საახალწლო საჩუქარს უწოდებს