“დროშის სადგამი, შემდეგ მონიტორი ჩამარტყეს თავში და გაიქცნენ” – ენმ-ის წევრი თავდასხმის დეტალებს იხსენებს

ოზურგეთში ნაცემი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესო ქათამაძე მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მისი განცხადებით, თავდასხმა გუბერნატორის შეკვეთით განხორციელდა. ქაათამაძე ცემის ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და მომხდარზე დროულ გამოძიებას ითხოვს.
„ოთხი ადამიანი მომეპარა, დამიწყო თავში ხელების რტყმა, ერთიც „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავარდა მაგიდაზე, დროშის სადგამი, შემდეგ მონიტორი ჩამარტყეს თავში და გაიქცნენ, შემდეგ მოვიდა ერთი ჯგუფი, მოიხურეს კარი, დაიწყეს სისხლის მოსუფთავება, მითხრეს, რომ არაფერი მომხდარა. ჩემი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ისინი დაბოღმილები არიან,“- განაცხადა ქათამაძემ, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
შეგახსენებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. ბრალი “ქართული ოცნების” დეპუტატს, ტარიელ აროშიძეს წარედგინა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მსროლელთა გაერთიანების წარმომადგენლები იარაღის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ
შემდეგი სტატიამსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები უწმინდესს ხვდებიან