მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები უწმინდესს ხვდებიან

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები და უწმინდესის ილია მეორეს შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დელეგაციის წევრები ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქის პოზიციას გააცნობენ, რაც უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო პრობლემებს უკავშირდება.
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია სინოდის მომდევნო სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება საპატრიარქოში რამდენიმე დღის წინ რუსული ეკლესიის დელეგაციამაც გამართა. ცნობილია, რომ უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფას ითხოვს. საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას კი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

banner
წინა სტატიაში“დროშის სადგამი, შემდეგ მონიტორი ჩამარტყეს თავში და გაიქცნენ” – ენმ-ის წევრი თავდასხმის დეტალებს იხსენებს
შემდეგი სტატიაშეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, დამამცირებელი განცხადებები – თამარ ჩუგოშვილი ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება