„ამ დროისათვის, ყველა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში,” – ცესკო

არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ცესკოში ამ წუთებში მორიგი განცხადებები კეთდება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე ამომრჩეველთა აქტიურობის შესახებ პირველად მონაცემებს ასაჯაროებს. 10:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, ამომრჩევლის 6% მივიდა საარჩევნო უბანზე და საკუთარი ნება გამოხატა.

„ამ დროისათვის, ყველა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში, ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება. 10 საათისთვის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6%, რაც რაოდენობრივად არის 231 ათას 736 ამომრჩეველი,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

გარდა ამისა, ცესკო-ს წარმომადგენელმა ისაუბრა იმ ფაქტის შესახებ, რომ ქუთაისში, ყალბი აკრედიტაციით იმყოფებოდნენ დამკვირვებელი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ადგილობრივმა კომისიამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება უკვე მოახდინა.

ასევე, ანა მიქელაძემ განმარტა, რომ დმანისში, ერთ-ერთ ოლქზე საარჩევნო პროცესი ცოტა დაგვიანებით დაიწყო, რადგან კომისიის ერთ-ერთი წევრი ავარიაში მოყვა.

„აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რაც სავარაუდო ნიშნავს, რომ ეს მოწმობები არის გაყალბებული. ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან და ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩემი არჩევანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს”-ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატია“საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მივიდეს დღეს საარჩევნო ყუთთან და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი”