“საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მივიდეს დღეს საარჩევნო ყუთთან და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი”

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ამ წუთებში ბრიფინგი იმართება – პრეს-კონფერენციას არჩილ თალაკვაძე მართავს.

არჩილ თალაკვაძემ არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ პროცესი მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს. თალაკავძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენი მხარდამჭერები აქტიურობენ, დიდი მადლობა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და აუცილებელია, საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მივიდეს დღეს საარჩევნო ყუთთან და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალი განვითარების პროცესი იქნება უფრო სწრაფი უფრო დინამიური და ჩვენ გვექნება უფრო მეტი კეთილდღეობა ოჯახებში და ქვეყანაში,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში„ამ დროისათვის, ყველა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში,” – ცესკო
შემდეგი სტატიაცესკო – საარჩევნო უბნის მიღმა აგიტაცია დასაშვებია