“დროის გაჭიანურების მიზნით სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება” – ზვიად კუპრავას ბრალი დაუმძიმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზვიად კუპრავას ბრალი წაუყენეს. გამოძიება ზვიად კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.

კუპრავას თქმით, მას ბრალი დაუმძიმეს, რადგან მანამდე გამოძიება 366-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, დღეს კი 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს ბრალი, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზვიად კუპრავამ ბრალდების ერთი მონაკვეთი წაიკითხა, სადაც ნათქვამი:

„პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით, სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება,“ – განაცხადა კუპრავამ.

banner
წინა სტატიაშიორფოლოს სამხედრო პოლიგონზე ჯარისკაცის გარდაცვალება – თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო ხადას ხეობაში ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმის დეტალებზე საუბრობს