ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე ჯარისკაცის გარდაცვალება – თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე წვრთნების დროს ჯარისკაცი დაიღუპა. 34 ე- საარტილერიო ბატალიონის კაპრალი, სამხედრო სწავლების ერთ ერთი ბოლო ეტაპისას შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცავალა. მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია:

„საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკა „უნიმედის“ რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას გულის პირდაპირი მასაჟის სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა კაპრალ გია ჩაჩუას გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, სისხლის სამართლის საქმე სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით აღიძრა.

banner
წინა სტატიაშიხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობა – 14:00 საათზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება
შემდეგი სტატია“დროის გაჭიანურების მიზნით სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება” – ზვიად კუპრავას ბრალი დაუმძიმდა