დრაკულას სასახლეში მსურველებს ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ

რუმინეთში, დრაკულას ცნობილ სასახლეში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პუნქტი გახსნეს.
სასახლეში ვამპირის თემატიკის ბრენდინგს იყენებენ, რომ ვაქცინაციისკენ მოუწოდონ – ეს ვაქცინაციის წამახალისებელი კაპმანიის ნაწილია.

ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ სექტემბრამდე 10 მილიონ ადამიანს აცრიან. რუმინეთი ერთ-ერთ იმ ევრიპულ ქვეყანათაგანია,  სადაც მაღალია ვაქცინის მოწონააღმდეგეთა რაოდენობა  – Globesec-ის გამოკითხვებმა აჩვენა. რუმინელების თითქმის ნახევარი ამბობს, რომ აცრას არ გაიკეთებს.
ბრანის სასახლე, უნიკალური ინიციატივით იმედს იტოვებს, რომ ვაქცინაციის მურველთა რაოდენობას გაზრდის. მაისში ყოველ შაბათ-კვირას ყველა მსურველს წინასწრი ჩაწერის გარეშე შეუძლია სასახლეში მისვლა, აცრის გაკეთება და ასევე, საგამოფენო დარბაზების უფასო სტუმრობა.
banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით 3 სოციალური საწარმო დაფინანსდა
შემდეგი სტატიააშშ-ს სანაპირო დაცვის ხომალდი ოდესის პორტში შევიდა