აშშ-ს სანაპირო დაცვის ხომალდი ოდესის პორტში შევიდა

აშშ-ს სანაპირო დაცვის ფრეგატი USCGC Hamilton 10 მაისს დილით ოდესაში შევიდა. ხომალდი შავი ზღვის წყლებში 27 აპრილიდანაა. 8 მაისს დილით გემთან შესახვედრად უკრაინის საზღვაო დაცვის კორვეტი BG50 “გრიგორი კუროპიატნიკოვი” გაემართა. ერთობლივი სწავლებები ოდესიდან 100 მილის დაშორებით 4 ბალიანი შტორმისას გაიმართა. მეორე დღეს, Passex-ის ტიპის სწავლებების დროს, მათ საპატრულო გემი “სტარობელსკი” შეუერთდა.

ამერიკული გემი აშშ-დან აპრილის დასაწყისში გამოვიდა, გადალახა ატლანტიკის ოკეანე, როტას ამერიკული სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომელიც ესპანეთშია, ასევე, ნეაპოლში არსებული ბაზა.
2008 წლიდან ამერიკული სანაპირო დაცვის ხომალდი უკრაინის ტერიტორიულ წყლებზე არ ყოფილა.

USCGC Hamilton – ი “ლეგენდის” ტიპის მეოთხე ხომალდია და ის სანაპირო დაცვის შემადგენლობაში 2014 წელს შევიდა.

banner
წინა სტატიაშიდრაკულას სასახლეში მსურველებს ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ
შემდეგი სტატიანიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლეს