“დრაგონის” აფრენა – SpaceX-ის ხომალდი სასტარტოდ ემზადება

რაკეტა-მატარებელი Falcon 9, ხომალდის მოდელით “დრაგონი”, რომელიც კომპანია SpaceX-ს ეკუთვნის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექვსთვიანი მისიით ოთხი ასტრონავტის გადასხმას აპირებს. რაკეტა და ხომალდი პირველად გადაიყვანენ ერთდროულად სამი მსოფლიო კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელს.

აფრენა კანავერალში, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიის ტერიტორიიდან მოხდება. იქიდანვე გასულ წელს იმავე “”დრაგონმა” თავისი პირველი ისტორიული სტარტი აიღო ასტრონავტებთან დაგ ჰერლისთან და ბობ ბენკენთან ერთად, რომლებიც მის ბორტზე იმყოფებოდნენ.

გაფრენა 21 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ უამინდობის გამო გადაიდო. რაკეტა დღეს თბილისის დროით 13:49 წუთზე დაიწყებს გაფრენას.
მას შემდეგ, რაც “დრაგონი” ეკიპაჟით ორბიტაზე გავა, Falcon 9 ატლანტიკის ოკეანეში ავტომატიზირებულ პლატფორმაზე დაეშვება, რომელსაც Of course I still love you (“რა თქმა უნდა, მე ისევ ისე მიყვარხარ”) ქვია. ეს რაკეტის მეოთხე გამოყენება იქნება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს