ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

საოკუპაციო რეჟიმმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები განაახლა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსი სამხედროები საოკუპაციო ხაზთან ამ წუთებში ტრაქტორით მუშაობენ.

მათივე განცხადებით, გავლებულია ხნული და რამდენი ხის ახალი ბოძით არის დაფიქსირებული საოკუპაციო ხაზი.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ტახტისძირთან ხის ბოძები ორი დღის წინაც დაამონტაჟეს.

banner
წინა სტატიაში“დრაგონის” აფრენა – SpaceX-ის ხომალდი სასტარტოდ ემზადება
შემდეგი სტატიარუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია