დონეცკში, ლუგანსკსა და ყირიმში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული

დონეცკში, ლუგანსკსა და ყირიმში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული

2უკრაინის უშიშროების სამსახურმა დონეცკში, ლუგანსკსა და ყირიმში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს – ამის შესახებ ინფორმაციას  უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაშაი აღნიშნულია, რომ მსგავსი ზომების მიზეზი ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის საომარ ზონებში სიტუაციის გამწვავებამ გამოიწვია.
სპეცსამსახურებმა ტერორისტული საფრთხის დონე სხვა რაიონებშიც გაზარდეს: ზაპოროჟიაში, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ხერსონსკის და ჩერნიგოვსკის რაიონებში საფრთხის “ყვითელი დონე” გამოცხადდა.
დნეპროტეპროვსკის, კარპატისპირეთის, ხმელნცკის, ჩერნოვიცკის და კიევის მხარეში “ლურჯი” დონე გამოცხადდა.
ვოლინსკის, ივანო-ფრანკოს, კიროვოგრადის, ლვოვის, პოლტავსკის და ტერნოპოლსკის რაიონებში შესაძლო საფრთხეა გამოცხადებული.

დღესვე რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტაზე გააკეთეს განცხადება.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია 10 აგვისტოს დაიძაბა – რუსული მხარის ცნობით, უკრაინის სპეცრაზმი ყირიმში ტერორისტული აფეთქებების მოწყობას გეგმავდა. უკრაინამ რუსეთის განცხადებას პროვოკაცია უწოდა. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სრული საომარი მზადყოფნა გამოაცხადა ქვეყნის ტერიტორიაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი გორის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება
შემდეგი სტატიასასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს წელსაც გადაეცემა