დონალდ ტუსკსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

დღეს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მხარეებმა 2020 წლის 17 ივნისის ვიდეოკონფერენციის დღის წესრიგი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის პრობლემატიკა და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს.
დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, და 2020 წლის 8 მარტს ოპოზიციის და ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების შესრულების მიმდინარეობას.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიო: დავით გარეჯი არის უმნიშვნელოვანესი მონასტერი, რომელსაც საქართველოს ათონს უწოდებდნენ
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი: შეთანხმების დარღვევაზე განცხადება, ასეთი საუბრები მოსახლეობას აბნევს და ნიჰილიზმს იწვევს