ლევან ბეჟაშვილი: შეთანხმების დარღვევაზე განცხადება, ასეთი საუბრები მოსახლეობას აბნევს და ნიჰილიზმს იწვევს

„როდესაც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ერთ-ერთი მხარე მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს ამ მოლაპარაკებებს ჩრდილს აყენებს“ – ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი „ეროპული საქართელოს“ განცხადებას.
„მაშინ როდესაც არავის გაუკეთებია შეთანხმების დარღვევაზე განცხადება, ასეთი საუბრები მოსახლეობას აბნევს და ნიჰილიზმს იწვევს. სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, მსგავსი განცხადებების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ ყველა პარტიას მოვუწოდებთ, რომ დავსხდეთ მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას.
ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეთანხმება მოხდება, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე და ოპოზიციური პარტიები შევძლებთ ერთიანი ფორმატით შევუტიოთ ივანიშვილს. დღეს ამომრჩევლის დაკვეთა სწორედ ესაა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ენმ როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურად იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს, განსაკუთრებით თბილისში, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში“-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ნაწულუკუს ცენტრალურ მაგისტრალზე