დონალდ ტუსკი: ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ღირსეული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად

საქართველოს მთავრობა ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას იმისთვის, რომ კორცხელის მსგავსი ინციდენტები თავიდან იქნას აცილებული, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ ვისაუბრეთ ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. ბოლო ინფორმაცია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ შემაშფოთებელია ჩემთვის. მივესალმები იმ ფაქტს, რომ კანონდამრღვევებს ბრალი წაუყენეს. ახლა ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული, რათა მსგავსი ინციდენტები თავიდან იქნას აცილებული საარჩევნო პერიოდში. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მკაფიო და მტკიცე პოზიციისთვის ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ეს ძალიან დამაიმედებელია. საპარლამენტო არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის. ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ღირსეული და ინკლუზური სარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა თავისუფალი და პლურალისტული მედია. კმაყოფილებით აღვნიშნე არჩევნებზე დამკვირვებლების ჩართვის გეგმები”, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

დონალდ ტუსკმა გიორგი მარგველაშვის დაუდასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბერაია: ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას
შემდეგი სტატიასარფის საბაჟოზე 50 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს