ირაკლი ბერაია: ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას

beraiaმიმდინარე წლის 6 ივნისს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული.

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აღნიშნული ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

აღნიშნული უკანონო ქმედება 28 ივნისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული- განაცხადა სუსის საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ.

შეგახსენებთ, რომ ქარელის რაიონში, სოფელ ავნევის განაპირას შეიარაღებული რუსი ფორმიანები და ორი ერთეული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. შეიარაღებულმა პირებმა სოფლის განაპირას იმ ტერიტორიაზე, სადაც ავნევის მცხოვრებლები სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობენ, ბანერები დაამონტაჟეს.

 

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, ცესკო პირველ სხდომას გამართავს
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი: ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ღირსეული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად