დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებასთან კრემლის კავშირის შესახებ ინფორმაციას სასაცილოს უწოდებს

დონალდ ტრამპი სასაცილოს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა.

Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ის ახაარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ სჯერა ამერიკული სპეცსამსახურების ანგარიშის, რომლის თანახმად, რუსეთი ჩარეული იყო არჩევნების დროს განხროციელებულ კიბერთავდასხმებში, რაც ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარა.

“ჩემი აზრით, ეს სასაცილოა. მე ამის არ მჯერა”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ინტევრიუში.

როგორც გამოცემა New York Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრნდობით წერს, ამერიკული სპეცსამსახურები თითქმის დარწმუნებულები არიან იმაში, რომ რუსეთი ჩარეული იყო არჩევნების დროს განხროციელებულ ჰაკერულ თავდასხმებში.

დონალდ ტრამპმა მედიაში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაში დემოკრატები დაადანაშაულა. მისი თქმით, მას არ სჯერა, რომ ეს ცნობები სინამდვილეში ცნეტრალური სადავერვო სამსახურიდან გავრცელდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, დემოკრატიული პარტია ცდილობს არჩევნებში თავისი მარცხი როგორმე გაამართლოს.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთთა დაჯგუფებამ “ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა” აიღო
შემდეგი სტატიაინდოეთში 470 ადამიანი შტატ ტამილნადის ხელმძღვანელის ჯაიარამ ჯაიალალიტას გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარების გამო დაიღუპა