ინდოეთში 470 ადამიანი შტატ ტამილნადის ხელმძღვანელის ჯაიარამ ჯაიალალიტას გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარების გამო დაიღუპა

ინდოეთში 470 ადამიანი შტატ ტამილნადის ხელმძღვანელის ჯაიარამ ჯაიალალიტას გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარების გამო დაიღუპა. ამის შესახებ ერთ-ერთი პარტია Twitter-ში იტყობინება. პარტია იუწყება, რომ თითოეული გარდაცვლილის ოჯახი დახმარების სახით ფულად კომპენსაციას მიიღებს.

Huffington Post-ი წერს, რომ კომპენსაციას დაპირდნენ პარტიის იმ აქტივისტებსაც, რომლებიც თავის დაწვას ეცდებიან ან თითს მოიკვეთენ. ასეთი ქმედებებით გამოხატავენ პოლიტიკოსის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას ადგილობრივები.

ჯაიარამ ჯაიალალიტა დიდი ხნის განმავლობაში შტატის მთავარი მინისტრის პოსტს იკავებდა, იყო ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი. პოლიტიკაში მოსვლამდე, კინოს მსახიობი იყო. 5 დეკემბერს ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებასთან კრემლის კავშირის შესახებ ინფორმაციას სასაცილოს უწოდებს
შემდეგი სტატია(video) ლელა კაკულია: ამერიკის და ევროპის მცდელობა იხსნის საქართველოს რუსეთის ანექსიისგან