დონალდ ტრამპი: აშშ იძულებული იქნება სრულიად გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 სექტემბერს განცხადა, რომ აშშ იძულებული იქნება სრულიად გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა თუ ეს უკანასკნელი არ შეწყვეტს ბირთვულ პროგრამას. დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს “ადამიანი–რაკეტა” უწოდა, რომელიც თვითვკვლელობისკენ მიემართება.
ტრამპის კომენტარები ჯერ–ჯერობით ფხენიანის წინააღმდეგ გამოთქმული ყველაზე სერიოზული მუქარაა. მსოფლიოს მრავალმა სახელმწიფომ დაგმო ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვულია ცდების ჩატარება და რაკეტების გაშვება.
ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა გაეროს წევრ ქვეყნებს გაერთიანდნენ და იზოლაციაში მოაქციონ კიმ ჩენ ინის ხელისუფლება მანამ, სანამ ის არ შეწყვეტს მტრულ ქმედებებს.
ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო Reuters.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო აქტიურად არის ჩართული გაერო-ს მიზნების განხორციელებაში, რაც მსოფლიოში არსებული გამოწვევების დაძლევისკენაა მიმართული