შსს-მ პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შსს-მ პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს და აჭარის
პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, პარიზის ინტერპოლის მიერ 2017 წლის აგვისტოდან წითელი ცირკულარით
საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს
დაბადებული ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს.

ტ.ჩ.-ს ბრალი ედება საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის
222–22, 222–23, 222–24, 227–22 და 227–23 მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენაში, რაც ბავშვთა წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს,
პორნოგრაფიის გავრცელებასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ,
კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები ხორციელდება

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მზად არის, ყველა რესურსი გამოიყენოს თავისი თავმჯდომარეობის პერიოდის წარმატების უზრუნველსაყოფად
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: აშშ იძულებული იქნება სრულიად გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეა