„დოლარის გარკვეული დეფიციტი შეიქმნა, განსაკუთრებით, წინასაახალწლო პერიოდში“- ვოლსკი

ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი ლარის გაუფასურების ერთერთ მიზაზად, წინასაახალწლო პერიოდში, ქვეყანაში შექმნილ დოლარის დეფიციტს მიიჩნევს.

„მთავრობამ ამასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. ყველამ ვიცით, რომ დოლარის გარკვეული დეფიციტი შეიქმნა, განსაკუთრებით, წინასაახალწლო პერიოდში. ის ღონისძიებები, რაც აქვს მთავრობას დაგეგმილი, ალბათ, უფრო ფართოდ კიდევ, არაერთხელ იქნება მსჯელობის საგანი. ასე რომ, დაველოდოთ ექსპერტების უფრო საქმიან და კომპეტენტურ განცხადებებს“, – აცხადებს ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშილარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტს 12 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა