საქართველოს პრეზიდენტს 12 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურს რწმუნებათა სიგელები 12 ქვეყნის – პერუს რესპუბლიკის, ბანგლადეშის, სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის, შრილანკის დემოკრატიულ სოციალისტური რესპუბლიკის, ბელგიის სამეფოს, ეკვადორის რესპუბლიკის, კანადის, კოლუმბიის რესპუბლიკის, ბურკინა-ფასოს, ფინეთის რესპუბლიკის, ირლანდიის, ინდოეთის არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბა, დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილა და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

banner
წინა სტატიაში„დოლარის გარკვეული დეფიციტი შეიქმნა, განსაკუთრებით, წინასაახალწლო პერიოდში“- ვოლსკი
შემდეგი სტატიაევროკავშირსა და საქართველოს უკვე აქვთ ძლიერი ურთიერთობა – ფედერიკა მოგერინი