„დოიჩე ველე“ – საქართველო „ევრო 2024“-ზე ერთადერთი დებიუტანტი იქნება

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ყოფილი ჩემპიონი საბერძნეთი დაამარცხა და გერმანიაში დაგეგმილ ტურნირზე ერთადერთი დებიუტანტი იქნება.

„როდესაც ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები გამარჯვებულია გულშემატკივრებმა თბილისში სტადიონზე დამონტაჟებული ყველა ჯებირი გაარღვიეს. ბევრი მათგანი ღობეს გადაახტა და მოედანზე გადავიდა, სადაც ნაკრებთან ერთად ისტორიული წარმატება აღნიშნა“, – წერს „დოიჩე ველე“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრები მნიშვნელოვან საფეხბურთო ჩემპიონატზე წარდგება.

banner
წინა სტატიაშივენეციის კომისია ისეთ რეკომენდაციას თუ მოგვცემს, რომელიც ევროპულ პრაქტიკას იქნება აცდენილი, მსგავს რეკომენდაციას არ გავიზიარებთ – მდინარაძე
შემდეგი სტატიაილია მეორე საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს