დოდო გუგეშაშვილის აზრით, დამნაშავე მის მკვლელობას გეგმავდა – ადვოკატი

დოდო გუგეშაშვილი ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის აზრით, დამნაშავე არა მისი შვილის, არამედ მის მკვლელობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. მისივე თქმით, გამომძიებლებმა მას გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინეს.
„ორი ადამიანი, რომელიც დაელაპარაკა, საერთო ნაცნობები დაუსახელა და რაღაც საერთო საქმე შესთავაზა, რომელიც 3-4 თვის შუალედით ხვდებოდა და ესაუბრებოდა, ეს არ არის ნდობაში შესვლა, ეს არის ჩვეულებრივი ნაცნობობა. იყო მიზანი, რომ მასთან ნაცნობობა დაემყარებინა, რომ მისი მოკვლის საშუალება ჰქონოდა. დოდო არ ფიქრობს და ერთი წუთითაც არ ივლებს თავში, რომ მისი შვილი გარდაცვლილია. სამწუხაროდ, დღეს ან ხვალ ეტყვიან და დიდი შოკი მოელის,“- განაცხადა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მომხდარის ერთადერთი მოწმე დოდო გუგეშაშვილია, რომელიც გამოძიებამ გუშინ დაკითხა. თუ რა ინოფრმაციამიაწოდა გუგეშაშვილმა გამომძიებლებს, ამაზე სამართალდამცველები არ საუბრობენ.
გუგეშაშვილი ამ დრომდე ღუდუშაურის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია და მან კვლავ არ იცის შვილის გარდაცვალების ამბავი.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიასააკაშვილი ვარშავაში პრესკონფერენციას გამართავს და პოლიტიკური გეგმების შესახებ ისაუბრებს