სააპელაციო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა თავად მსჯავრდებული.
სასულიერო პირისთვის გამოტანილ განაჩენს მისი ადვოკატები აპროტესტებენ. უფლებადამცველების განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის დაკვეთა შეასრულა. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბოლო ინსტანციის გავლის შემდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შევა.
“სიტყვიერად მქონდა იმედი, რომ მოსამართლეებს გონიერება ეყოფოდათ, მაგრამ მათ გონიერება არ გააჩნიათ. ისინი არიან დავალების შემსრულებლები, ფაქტი ფაქტად რჩება,”-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ოლიგარქ პოროშენკოს რეჟიმის ქმედება უაღრესად შეურაცხმყოფელია
შემდეგი სტატიადოდო გუგეშაშვილის აზრით, დამნაშავე მის მკვლელობას გეგმავდა – ადვოკატი