დიტო სამხარაძეს გაუჭირდა – ახალი სპეცდავალება რეგიოენებს!

თაიმერს“ მოაწოდეს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რეგიონების მმართველის, დიტო სამხარაძის ბრძანებით, წუხელ, გვიან ღამით დაუკავშირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და „პარტიული დავალება“ მისცეს _ ყველა პარტმუშაკმა საკუთარ ფბ-გვერდზე უნდა გაიზიაროს სამხარაძის ფოტოები და რაც შეიძლება მეტი კომენტარი დაწერონ სამხარაძის პატრიოტული თავგანწირვისა და კეთილკაცობის შესახებ.
ინფორმაციის გადაჭარბებულად მოწოდება რომ იყოს ჩვენი მიზანი, აქვე დავწერდით „თითო კომენტარი“, ან ერთი კომენტარისთვის „მოწვეული“ ფრენდი ფინანსდება-თქო, მაგრამ ეს ასე არაა – სამხარაძე „დასაქმებულებს“ „შრომისთვის“ ფულს არ უხდის. სამხარაძე უბრალოდ ცდილობს „გამოსწორდეს“, ისე, როგორც მაგალითად, პარტიაში და თანამდებობებზე მის მიერ მიყვანილი ნაცები „გამოსწორდნენ“.

„ყველა იცნობდეთ:
დიტო სამხარაძეს.
გია ბენაშვილი.
ოთარ დანელია.
ნაცების დამწინაურებლები და ოფიციალური მფარველები ქართულ ოცნებაში! ქვეშმომსაქმებლებს აქ, რომ კითხულობთ და პოზიციის დაფიქსირების გეშინიათ მინდა გითხრად, რომ ეგ თქვენც გეხებათ! და ცოტა გონს მოეგეთ და გახდით აქტიურები ამ არარაობებმა როგორ უნდა შეგაშინოთ, არა გცხვენიათ ?!
სიმართლე არის ერთი და ამ შემთხვევაში ხილული, რას დადუმებულხართ, ვერ ხვდებით რომ გადაუარეს, ამ ვირთხებმა, ყველაფერს, რისთვისაც თავს ვწირავდით, მეტი რაღა უნდა გვიყონ არ მესმის?!
სამარცხვინოები და გათახსირებულები არიან ეს ადამიანები, ვინც ამაში მონაწილეობს! თქვენ კიდევ თქვენი დუმილით აძლიერებთ მათ და უბიძგებთ ათასგვარ საზიზღრობებებზე, რაც საბოლოო ჯამში თქვენვე გაზარალებთ!
ნუ გეშინიათ, მეც მეშინია…
პარტიაში ბიძინას დაბრუნების შემდეგაც განაგრძობენ პარტიის ნგრევას, რაზეც ყველას პასუხი, აუცილებლად, მოგეთხოვება, ოდნავ მოგვიანებით !!!“, – ეს სტატუსი 7 მაისითაა დათაღებული აბაშის ქართული ოცნების ოფიციალურ გვერდზე და საინტერესო კომენტარებიც ახლავს თან, გთავაზობთ რამდენიმეს:
Lia Khidasheli ყველაზე აქვს კომპრომატები და ჩასვრილები იმიტომ არიან! აბა ერთი ხმა ამოიღონ…….

აბაშა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო სამწუხაროდ ეგრეა ! რა მარაზმია წარმოიდგინეთ, ამათთან ერთად ბიურის წევრობაზე ისინიც დათანხმდნენ, ვინც მე მოვიყვანე პარტიაში , ყველაზე უფრო იმაზე მწყდება გული , რომ დაუნახავები და სუსტები აღმოჩნდენ, მე სახლში მომივარდნენ ამაწიოკეს და ამ ნაგავმა იმათთვის დანაშაული რომ შეემსუბუქებინათ ცილი დამწამეს, ესენი კიდევ ამ ნაგავთან თამამშრომლობენ.

Vato Gelashvili მეტის ღირსები ხართ. თავის დროზე რომ არ მოახდინეთ რეაგირება როცა ქართული ოცნება ნაბოზვრებით გაივსო
აბაშა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო და შენ რა იცი როდის რა რეაგირება მოვახდინე, ერთ ქვაბში რომ ყრი ყველას? ჩახვედი ამ გვერდის ბოლოში და ნახე საიდან იწყება რეაგირება?! მე 2013 წელს პროტესტის ნიშნად გამგამგებლის პოზიციიდან წამოვედი 14 დღე ვიმუშავე სულ, სხვათაშორის 7 ნოემბრის მონაწილე ვარ და 26 მაისის, ასე რომ ცოტა ფრთხილად იყავი შეფასებებში, ყველაფერს თავისი დრო აქვს ნაცებზე მარტივ გაიძვერებთან არ გვაქვს საქმე ცნობისათვის!

როცა „თაიმერმა“ დიტო სამხარაძესთან დაპირისპირებულ ქალბატონთან, რომელსაც თავის მხრივ მხარდამჭერები ყავს, ინტერვიუ გამოაქვეყნა, სამხარაძის წრემ ქალბატონი დაადანაშაულა თანამდებობა არ მისცეს და გამწარდაო, აი, ამიტომ დავდეთ ზემოთმოყვანილი სტატუსი, კომენტარებითურთ. დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს ეს გვერდი და ადვილად დარწმუნდება რომ ე.წ. ბოტი არაა.
„ზუსტად მაგ ჩანერგილების წმენდისკენ უნდა იყოს, ახალი მთავრობის პირველივე ნაბიჯები მიმართული, რათა ქვეყანამაც, ხალხმაც, დაისვენოს და ფეხზე დადგეს, სწორედ ეგენი არიან ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის ხუნდები, რომლებიც დღემდე, ქვეყნის დამაქცევლისგან იმართებიან და მის დაბრუნებაზე ოცნებობენ“, – ესეც ერთ-ერთი კომენტარია. მოკლედ, საზოგადოება თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნაცებს არა მხოლოდ კოჰაბიტაცია გამოუცხადა, შეისისხლხორცა კიდეც და ეს საზოგადოება ამას არ ეგუება.
„თაიმერი“ კი დააკვირდება რამდენ ე.წ. ლაიქს დაიმსახურებს დიტო სამხარაძის ფეისბუქზე კედელ-კედელ „მოსიარულე“ ფოტოები და მიუხედავად დავალებისა, 1000 მოწონებას თუ „დაიმსახურებს“.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლეთში საზღვაო მაშველებმა სომხეთის მოქალაქე გადაარჩინეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის და ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ