აფხაზეთის და ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ

8 აგვისტოს სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში ოკუპირებული აფხაზეთისა და ნიგერიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის.

ამის შესახებ ინფორმაციასსეპარატისტთა საინფორმაციო სააგენტო „Апсадгьыл-инфо“ ავრცელებს.
ე. წ. აფხაზეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბესლან აჯინჯალის განცხადებით, ნიგერიის საფეხბურთო ნაკრებს, რომელიც მონაწილეობდა რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში, ჩამოჰყვა ახალგაზრდული გუნდიც.

ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამართავს. ახალგაზრდა ნიგერიელ ფეხბურთელთა ჩამოსვლა ოკუპირებულ აფხაზეთში 6 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიდიტო სამხარაძეს გაუჭირდა – ახალი სპეცდავალება რეგიოენებს!
შემდეგი სტატიაეს საგანგაშო პოლიტიკური მოვლენაა-რომან გოცირიძე