,,დიპლომი, რომელიც ფარცხალაძემ გამოაქვეყნა არის ყალბი”

ოთარ ფარცხალაძის ახალი სკანდალის პარალელურად, კვლავ აქტუალური ხდება 2013 წლის დეკემბერში, ჯერ კიდევ მისი პროკურორობის დროს, მისი უმაღლესი განათლების დამადასტურებლ დიპლომთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი. მაშინ ზურა ჯაფარიძე აცხადებდა, რომ ფარცხალაძეს დიპლომი გაყალბებული ჰქონდა, რასაც ბევრი ფაქტორი მოწმობდა. მათ შორის ის, რომ დიპლომზე ნუმერაცია ერთმანეთს არ ემთხვეოდა და ფაკულტეტზე, რომლიც ჯაფარიძის განცხადებით, 1992 წელს შეიქმნა, ფარცხალაძე 1991 წელს ვერ ჩააბარებდა:

„დიპლომი, რომელიც ფარცხალაძემ გამოაქვეყნა არის ყალბი. ეს არის ნაყიდი დიპლომი. ეს ადამიანი ვერც ერთ შემთხვევაში 19 წლის ასაკში ვერ მიიღებდა იურისტის კვალიფიკაციას, ეს არის გამორიცხული. ამ ადამიანს არ დაუმთავრებია 15 წლის ასაკში საშუალო სკოლა. ჩვენ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ მისი კლასელები და ყველა ადასტურებს, რომ მან სკოლა დაამთავრა 1992 წელში. შესაბამისად 1991 წელს ვერ ჩააბარებდა ის უნივერსიტეტში. 1991 წელს, რომც ჩაებარებინა ამ უნივერსიტეტში, ამ უნივერსიტეტს არ ჰქონდა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ესეთი ტიპის ფაკულტეტი შეიქმნა მთავრობის ბრძანებულებით 1992 წლის ზაფხულში და ამის დადასტურება არსებობს საჯარო რეესტრის არქივში. ეს დიპლომი არის ყალბი და ჩვენ გვაქვს მსგავსი არა ერთი ნანახი, სადაც ნათლად ჩანს რომ ციფრები, ნუმერაცია არის გაყალბებული. ციფრები, რომლებიც ზემოთ და ქვემოთაა მითითებულიო განსხვავდება ერთმანეთისგან მაშინ, როდესაც ყველა სხვა დიპლომში ერთი და იგივე ნუმერაციაა ზემოთ და ქვემოთ. ბეჭედზე, რომელიც არტყია არანაირი ნომერი არ აქვს. ეს ფაკულტეტი იძლეოდა იურისტის კვალიფიკაციას და არა სამართალცოდნის კვალიფიკაციას, როგორც აქ არის მითითებული“,-აცხადებდა ზურაბ ჯაფარიძე 2013 წელს.

თავად ოთარ ფარცხალაძემ კი მაშინ დიპლომის ასლი გამოაქვეყნა, რითაც მისი განმარტებით, მას სურდა ერთხელ და სამუადამოდ ამ თემაზე საუბარი დასრულებულიყო.

banner
წინა სტატიაშითორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები არის მცდარი – ფარცხალაძის ადვოკატი
შემდეგი სტატია(video) მექსიკაში ნარკოტიკების თემაზე მომუშავე ჟურნალისტი მოკლეს