(video) მექსიკაში ნარკოტიკების თემაზე მომუშავე ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში ნარკოტიკების თემაზე მომუშავე ჟურნალისტი და ცნობილი მწერალი ხავიერ ვალდესი მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევა მექსიკის შტატ სინალოას ქალაქ კულიაკანში მოხდა, სადაც ვალდესი ცხოვრობდა და მუშაობდა. გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი ქუჩაში ჩაცხრილეს, უცნობმა პირებმა მას 10 ტყვია ესროლეს. ვალდესი ადგილზე გარდაიცვალა.

50 წლის ხავიერ ვალდესს 2011 წელს პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭეს. ვალდესს, სიცოხლის მანძილზე არა ერთი სტატია და წიგნი დაუწერია ნარკოტიკებით ვაჭრობის, ნარკობარონებისა და მექსიკაში არსებული ორგანიზებული დანაშაულის შესახებ.

ხავიერ ვალდესი უკვე მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც მექსიკაში მარტის დასაწყისიდან დღემდე მოკლეს. Associated Press-ის ცნობით კი 1992 წლიდან დღემდე მექსიკაში 38 ჟურნალისტია მოკლული.

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემა El Norte ჟურნალისტების გახშირებული მკვლელობის გამო დაიხურა. მაშინ რედაქტორი აცხადებდა, რომ ამ გზით სურს დაიცვას გაზეთში მომუშავე ჟურნალისტების სიცოცხლე.

banner
წინა სტატიაში,,დიპლომი, რომელიც ფარცხალაძემ გამოაქვეყნა არის ყალბი”
შემდეგი სტატიაციხელშვილი: ოკუპაციას მშვიდობიანი პოლიტიკით დავძლევთ