დიმიტრი სანაკოევი: ,,ოსური მხარე მზადაა სოფელ ქორდასთან ე.წ. საზღვრის პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერი ამოიღოს”

ოსური მხარე მზადაა სოფელ ქორდასთან ე.წ. საზღვრის პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერი ამოიღოს, – ამის შესახებ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრისას განაცხადა.

სანაკოევის განცხადებით, ამ თხოვნით ქართულმა მხარემ მიმართა, რათა დაედგინათ გადაკვეთა თუ არა გამყოფი ხაზი ერთი თვის წინ გაუჩინარებულმა სოფელ ქორდის მკვიდრმა ნიკოლოზ საღირაშვილმა.

“საღირაშვილის თაობაზე ჩვენ არაერთხელ მოგვმართეს. მასზე ჟენევის დისკუსიაზეც იყო საუბარი, იგი ჩვენს მიერ არაა დაკავებული და ჩვენთან არ იმყოფება. ჩვენ მზად ვართ ამოვიღოთ კამერების ჩანაწერები, რომლებიც საზღვრის პერიმეტრზეა დამონტაჟებული. ჩვენ კიდევ ერთხელ შევისწავლით ამ საქმეს და თუ რამე ინფორმაციას მოვიძიებთ, დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ქართულ მხარეს”, -განაცხადა სანაკოევმა.

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ე.წ. საზღვრის მავთულხლართებით და ბანერებით მონიშვნის სამუშაოებზე და საქართველოს მოქალაქეების საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავების თაობაზე.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პრემიერის თქმით, ჩამოგდებული სუ-24-ის გამო კომპენსაციას არ გადაიხდიან
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ,,საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო წერტილი და ენერგოდერეფანი გახდა”