გიორგი კვირიკაშვილი: ,,საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო წერტილი და ენერგოდერეფანი გახდა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო წერტილი და ენერგოდერეფანი გახდა.

ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარია-საქართველოს ბიზნესფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს.

“კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოების თურქეთთან და ევროპასთან დამაკავშირებელი მილები საქართველოზე გადის. იგივე შეიძლება ითქვას ახალ საგზაო და სარკინიგზო ქსელზე – ეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს რეგიონალურ ცენტრად აქცევს. ჩვენი შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აძლიერებს საქართველოს როლს აბრეშუმის გზაზე.

საბოლოო ჯამში, საქართველო რეგიონალურ ცენტრად ყალიბდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბიზნესსექტორებზე – ტურიზმისა და სასტუმრო სფეროებზე. მთავრობის მეთაურის თქმით, გასული წლების მანძილზე, საქართველოს საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა, უკანასკნელი წლების მანძილზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა – 2007 წლიდან საერთაშორისო მოგზაურთა საშუალო წლიური მაჩვენებელი ყოველწლიურად საშუალოდ 23%-ით იზრდებოდა.

“2015 წელს საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 5,9 მილიონს შეადგენდა, რაც საქართველოს 3,7 მილიონიან მოსახლეობას აჭარბებს. არ არსებობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული შეზღუდვები და საქართველოს გააჩნია სასტუმრო და დასვენების ადგილების განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი, მათ შორის საზღვაო კურორტები, ჯანმრთელობისა და სპა-ლოკაციები და ზამთრის სათხილამურო და წლის ყველა სეზონისთვის შესაფერისი კურორტები.

ტურიზმის სექტორის განვითარება ქვეყანაში უსაფრთხო გარემოსთანაცაა დაკავშირებული. მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად,
საქართველო, 2015-2016 წლების მონაცემებით,მე-16 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლებოდა და სულ რაღაც 5 პუნქტით ჩამოუვარდებოდა შვეიცარიას, რომელიც მე-11 ადგილს იკავებს. მომავალი 5 წლის მანძილზე, მოსალოდნელია საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის 8-10%-ით ზრდა. ეს გაზრდის მოთხოვნას ინფრასტრუქტურაზე და მოახდენს ინვესტიციების სტიმულირებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველომ მიაღწია განვითარების იმ ეტაპს, როდესაც მზად არის, შეინარჩუნოს მსოფლიო ბაზრებზე ჩართულობის მაღალი ხარისხი და ჩაერთოს კონკურენციაში ინვესტიციების მისაღებად.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში შვეიცარიის წარმატებული ინვესტირების რამდენიმე მაგალითი დაასახელა, მათ შორის, “Blauenstein Georgia”, რომელიც ქართულ-შვეიცარული ინვესტიციის შედეგად 2008 წელს რაჭაში დაარსდა, მესაქონლეობის ფერმებს ფლობს და შვეიცარული სტანდარტების შესაბამის საკვებ პროდუქტებს აწარმოებს.
“აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შექმნა უნიკალური თანამშრომლობის მოდელი, რომელიც სრულადაა მორგებული ქართულ რეალობას. ჩვენ მზად ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ მას, მათ შორის ფინანსურად – საქართველოს სუვერენული ფონდის დახმარებით. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ადგილობრივ პირობებთან ადაპტირება ამ კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია.
კერძოდ, ადგილობრივი გლეხები ინარჩუნებენ საკუთრების უფლებას თავიანთ მიწის ნაკვეთებზე და კომპანია წარმოების ეფექტურ მასშტაბებს აღწევს მცირემიწიანი გლეხებისგან ნაკვეთების გამოსყიდვის გარეშე.

ამდენად, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ხდება ახალი მოდელებისა და ცოდნის დანერგვა. საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს მოდელი შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს ყველა მთიან რეგიონში და საქართველოს მთავრობა განაგრძობს ამ მოდელის სხვა რეგიონებში გაფართოების მხარდაჭერას. კიდევ ერთი წარმატების ისტორია ეხება სააქციო საზოგადოებას “მარგებელი” – ეს არის ჰოლდინგი, რომელიც ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მოქმედი 4 უდიდესი კომპანიის კონგლომერაციის შედეგად შეიქმნა.

ამ ეტაპზე, “მარგებელის” საკუთრებაშია 5 მოქმედი კომპანია, მათ შორის საქართველოში მინერალური წყლის მწარმოებელი ერთ-ერთი ლიდერი კომპანია – სააქციო საზოგადოება Healthy Water, საკვები პროდუქტების მწარმოებელი მარნეულის საკვების ქარხანა.

მჯერა, რომ დღევანდელი შეხვედრა გაზრდის ქართული და შვეიცარიული კომპანიების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მადლობა გადაუხადა ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც ბერნში, სპეციალურად, ქართულ-შვეიცარულ ბიზნესფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდნენ და ასევე, შვეიცარიელ ინვესტორებს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს და საქართველოს, უფრო მიმზიდველ საინვესტიციო და ბიზნესის წარმოების ადგილად ქცევას ისახავს მიზნად.

“4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მთავარი მიმართულებებია – განათლების რეფორმა, რომელიც პროფესიულ განათლებასა და უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის ცვლილებაზე ფოკუსირდება; ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული რეფორმები; ინფრასტრუქტურის სერვისის განვითარება და ღია მმართველობა.

ჩვენ უკვე წამოვიწყეთ მოგების გადასახადის რეფორმა, რაც მიზნად ისახავს ეფექტური და ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შექმნას. ახალი სისტემის შესაბამისად, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება, მხოლოდ განაწილებული მოგება დაექვემდებარება დაბეგვრას, ხოლო რეინვესტირებული მოგება გადასახადისგან გათავისუფლდება.

ჩვენ ასევე წამოვიწყეთ საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმები. ესაა ჩვენი ეკონომიკური რეფორმების სიღრმისეული დღის წესრიგის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ძალისხმევა იქნება მიმართული განათლების სისტემის შემდგომი რეფორმისკენ, რათა დავფაროთ პროფესიონალთა მიწოდებასა და მზარდ მოთხოვნას შორის არსებული განსხვავება.

აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნების მშენებლობის გზით, ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვნად დავაჩქაროთ უმნიშვნელოვანესი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს, საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის, ევროპასა და აზიას შორის განლაგებული უმნიშვნელოვანესი ქვეყნის პოტენციალს, სრულად აამოქმედებს და ეს ასევე გაზრდის მოსახლეობის მობილობას და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. ღია მმართველობის ხელშეწყობით, ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო გავზარდოთ კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხი კანონშემოქმედებით პროცესში და მოვახდინოთ საჯარო სერვისების მიწოდების მოდერნიზება”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ხანგრძლივი პარტნიორობის შესაძლებლობა არსებობს.

“მე ვაფასებ თქვენს ინტერესს და უბრალოდ, დიდი მადლობა ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისათვის!”, – მიმართა პრემიერმა ბიზნესფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს.

შვეიცარია-საქართველოს ბიზნესფორუმს, რომელიც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, 60-მდე ბიზნესმენი დაესწრო. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე დეტალური პრეზენტაცია წარადგინა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა გიორგი პერტაიამ.
საქართველოში წარმატებით განხორციელებულ ინვესტიციაზე და ქვეყნის ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრა კომპანია “Blauenstein Georgia”-ს დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა და აღნიშნა, რომ კომპანია, სამომავლოდ, საქართველოში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი სანაკოევი: ,,ოსური მხარე მზადაა სოფელ ქორდასთან ე.წ. საზღვრის პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერი ამოიღოს”
შემდეგი სტატიასაქართველოს პირველმა ლედიმ სოციალური საწარმო „კოდალა“ დაათვალიერა