დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმში და ტურიზმის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება მომგებიანია და სახელმწიფო ამას მხარს დაუჭერს

news
ავტ.: news სექტემბერი 21, 2016 14:33

დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმში და ტურიზმის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება მომგებიანია და სახელმწიფო ამას მხარს დაუჭერს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი პროექტის ” 50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ტურიზმში და ტურიზმის ინფრასტრუქტურაში, სასტუმროებში ინვესტირება არის კარგი, მომგებიანი, გრძელვადიანი და სახელმწიფო ამას მხარს დაუჭერს.

„სამი მსოფლიო დონის ტურისტულ სკოლას ვესაუბრებით ამჯერად, ვისი შემოყვანაც გვინდა საქართველოში. ესენია ამერიკული, შვეიცარული და ფრანგული ტურისტული სკოლები. მათი შემოყვანა დაგვეხმარება მენეჯმენტის გადამზადებაში, რათა გავზარდოთ და გავაძლიეროთ ის ცოდნა, რომელიც ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად. ჩვენ შევიმუშავეთ „ტურიზმის სტრატეგია 20/25,“ რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ამ დოკუმენტის მიხედვით, თუ შარშან გვყავდა 6 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი, ეს ციფრი უნდა გაიზარდოს 11 მილიონამდე ანუ დოკუმენტში არსებული ვიზიტორთა რაოდენობის გაორმაგება არის ნათელი ხედვა, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერძო სექტორისთის ეს არის რწმუნება, რომ საქართველოს მთავრობა გამოყოფს თანხებს ბიუჯეტიდან და გააგრძელებს ტურიზმის მხარდაჭერას, სანამ ვიზიტორთა რაოდენობა 11 მილიონს არ მიაღწევს.

„ტურიზმის სტრატეგია 20/25“ საკმაოდ კარგი და დიდი დოკუმენტი გამოვიდა. აქ არის 8 სტრატეგიული მიმართულება, 50 პრიორიტეტული აქტივობა და 110 გასატარებელი ღონისძიება, რომლებსაც ჩაშლილი აქვთ სამოქმედო გეგმა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება მიღწეული. დღეს თუ მილიარდ 900 მილიონს აგენერირებს ტურიზმი, 5 მილიარდ 500 მილიონი უნდა დააგენერიროს ინფლაციის გათვალისწინების გარეშე. დღეს თუ 150-160 ათას ადამიანს ასაქმებს, მალე 300 000 ადამიანამდე უნდა ავიდეთ. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ვაორმაგებთ როგორც დასაქმებულთა, ასევე შემოსავლებისა და ინვესტიციების რაოდენობას“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 21, 2016 14:33

Google სტატისტიკა


5,195
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics