სამი წლის ბავშვს აუზში დენმა დაარტყა

ბათუმში, თორმეტსართულიანი კორპუსთან მდებარე აუზში, უცხო ქვეყნის მოქალაქე, სამი წლის ბავშვი ჩავარდა. მას დენმა დაარტყა. მის გადასარჩენად აუზში მამა ჩავიდა, რომელმაც ასევე დენის დარტყმის შედეგად მიიღო ტრავმა.

დაშავებულები საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. მამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, სამი წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება 229-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტია” თურქული სკოლის ფუნქციონირების შეჩერებას მოითხოვს, სანამ ის არ იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმში და ტურიზმის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება მომგებიანია და სახელმწიფო ამას მხარს დაუჭერს