დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურისტების რაოდენობა 23.9 % -ით გაიზარდა

news
ავტ.: news მარტი 2, 2016 15:39

დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურისტების რაოდენობა 23.9 % -ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებს, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, გაიზარდა იმ უცხოელი ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში. ეს მონაცემები 19% -ით არის გაზრდილი წინა წლის თებერვალთან შედარებით.

„ორი თის მონაცემებით, პოზიტიური ტენდენციანარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა იტალია (+29%), საფრანგეთი (+29%), დიდი ბრიტანეთი (+14%), პოლონეთი (+12%) და გერმანია (+7%),“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის მხოლოდ თებერვლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით საქართველოს დამატებით ესტუმრა 70,000-მდე საერთაშორისო მოგზაური.

„70.000-მდე საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა საქართველოს. ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ გასულ თვეს 42 მლნ ლარამდე დამატებითი შემოსავალი მიიღო ქვეყნის ეკონომიკამ. 2016 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილია 141.843 მგზავრი. აღნიშნული მონაცემები 14.36% -ით აღემატება 2015 წლის იანვრის მონაცემებს და თითქმის, 15 % -ით მეტია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი ყოველწლიურად აღემატება ქვეყნის მოსახლეობის რიცხვს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, საქართველოს 360.402 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23.9%-ია.

news
ავტ.: news მარტი 2, 2016 15:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics