დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ ანაკლიის პროექტის გამარჯვებული 10 დეკემბრამდე გამოვლინდება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქართული დელეგაცია 10 დეკემბერს ჩინეთში გაემგზავრება, სადაც ეკონომიკური კომისია ჩატარდება.

ქუმსიშვილის თქმით, ჩინეთის დელეგაცია საქართველოში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მათი თხოვნით, გეგმები შეიცვალა და ქართული დელეგაცია მიემგზავრება ჩინეთში.

„10 დეკემბერს მივდივართ ჩინეთში, სადაც ჩატარდება ეკონომიკური კომისია. ჩვენ ჩინეთის დელეგაციას ველოდებოდით საქართველოში, თუმცა საბოლოოდ, მათი თხოვნა იყო, რომ ჩვენი დელეგაცია ჩასულიყო ჩინეთში. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ 10 დეკემბრამდე ანაკლის პროექტის გამარჯვებული გამოვაცხადოთ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სირიაში უახლეს საზენიტო-სარაკეტო სისტემას – С-400-ს გადაისვრის
შემდეგი სტატიაანა დოლიძემ ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცი მოინახულა