რუსეთი სირიაში უახლეს საზენიტო-სარაკეტო სისტემას – С-400-ს გადაისვრის

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში რუსულ ავიაბაზა “ჰმეიმიმზე” უახლეს საზენიტო-სარაკეტო სისტემებს – С-400-ებს გადაისვრის. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იტყობინება.
რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევისთვის რუსული სამხედრო ბომბდამშენი “სუ-24” ჩამოაგდეს.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, კი რუსეთის შეიარაღებული ძალები სირიაში, საჰაერო თავდაცვას აძლირებს და თურქეთთან სამხედრო კონტაქტებს წყვეტს. Interfax-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა შტაბმა, თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის Су-24-ის ჩამოგდების შემდეგ, დამატებითი ზომების გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რათა უზრუნველყოს სირიაში რუსეთის საჰაერო ბაზის უსაფრთოხება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ხვალ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ ანაკლიის პროექტის გამარჯვებული 10 დეკემბრამდე გამოვლინდება