დიმიტრი პესკოვი – რუსეთი, უპრეცედენტო ეკონომიკური ომის გამო, რთულ სიტუაციაშია, თუმცა ეს ვითარება გვიბიძგებს ვეძიოთ ურთიერთქმედების ახალი გზები მეგობარ ქვეყნებთან

არსებული სიტუაცია არ არის მარტივი, პირიქით, შეიძლება შეფასდეს როგორც რთული ამ უპრეცედენტო ეკონომიკური ომის თვალსაზრისით, მაგრამ არ არსებობს ბოროტება სიკეთის გარეშე – ეს ვითარება გვიბიძგებს ჩვენ და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვეძიოთ ურთიერთქმედების ახალი გზები, ურთიერთქმედების ახალი მექანიზმები, ფინანსური ანგარიშსწორების ახალი მექანიზმები, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, დოლარისა და ევროს როლი სუსტდება.

„სარეზერვო ვალუტების როლი, დოლარის როლი, ევროს როლი სუსტდება. ბევრი ქვეყანა კარგავს ნდობას იურიდიული და ფინანსური სისტემების მიმართ“, – აღნიშნა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია შშმ ბავშვებისთვის ხუთ პროგრამას ახორციელებს
შემდეგი სტატიარუსული რაკეტებისგან სიკვდილისთვის მოხალისეობრივად რიგში არავინ დგება, ირაკლი ღარიბაშვილო – პოდოლიაკი