რუსული რაკეტებისგან სიკვდილისთვის მოხალისეობრივად რიგში არავინ დგება, ირაკლი ღარიბაშვილო – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და ეკითხება, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი – “განაცხადის რიგის ნომერი?”

პოდოლიაკს საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის უწევს იმის ახსნა, რომ ნებაყოფლობით არავონ დგება რიგში, რათა რუსული რაკეტების სამიზნე გახდეს და უკრაინა ევროკავაშირის წევრობისა და დემოკრატიისთვის ძალიან ძვირ ფასს იხდის.

“რუსული რაკეტებისგან სიკვდილისთვის მოხალისეობრივად რიგში არავინ დგება, ირაკლი ღარიბაშვილო. უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?” – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი პესკოვი – რუსეთი, უპრეცედენტო ეკონომიკური ომის გამო, რთულ სიტუაციაშია, თუმცა ეს ვითარება გვიბიძგებს ვეძიოთ ურთიერთქმედების ახალი გზები მეგობარ ქვეყნებთან
შემდეგი სტატიაკარგია, რომ დააფიქსირა აშშ-ის პოზიცია – მაჭარაშვილი დეგნანის განცხადებაზე