დიმიტრი მედვედევი: სააკაშვილმა უკრაინაში მუშაობის დროს „ჩაისვარა“

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს პირველი იანვრიდან შემოიღებს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი კარიერა უარყოფითი შედეგით დაასრულა.

„იტარ-ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მედვედევმა ისრაელსა და პალესტინაში ვიზიტის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მედვედევის თქმით, უკრაინაში მუშაობის დროს სააკაშვილმა „ჩაისვარა“.

“ოდესის ოლქის გუბერნატორის გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად არ გამოიყურება, თუმცა მარტივად ვიტყვი, რუსულად – ამ მგზავრმა კვლავ ჩაისვარა. უკრაინას ალბათ, გამოცდილი ადამიანის მოსვლის შედეგად ოდესის აყვავების იმედი ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ, შედეგი ნეგატიური, ნულოვანია”, – განაცხადა მედვედევმა.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში 26 წლის ახლაგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატია“კრემლის არგუმენტები ემთხვევა ზოგიერთი უკრაინელი ,,ექსპერტის” აზრებს” -სააკაშვილი მედვედევს პასუხობს