ბათუმში 26 წლისმამაკაცი დჭრეს. ახლაგაზრდას სამი ჭრილობა საკუთარი სახლის სიახლოვეს მიაყენეს.
ამ დროისთვის დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, პაციენტს ზურგის არეში ბასრი იარაღით, სავარაუდოდ დანით, ნაკვეთი და ნაჩხვლეტი 3 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამ დროისთვის დაჭრილი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯამრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.