დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყნის მართვის ბერკეტებს ვერ ჩავაბარებთ უპასუხისმგებლო პარტიებს. ოკუპანტი ელის, რომ საქართველო იყოს სუსტი და არასტაბილური

,,ქვეყნის მართვის ბერკეტებს ვერ ჩავაბარებთ უპასუხისმგებლო პარტიებს. ჩვენ ამას არ ვიზამთ, ჩვენ გავალთ ხალხში და მათ ხმას მოვისმენთ. გუნდის დაზიანებაზე უფრო დიდი პრობლემა ქვეყნის დაზიანებაა. გაეცანით საერთაშორისო გამოცდილებას: იტალია დაუბრუნდა ძველ სისტემას, მოლდოვაში ხუთ-ექვს თვეში ჩამოიშალა მთავრობა, ჩვენ გვაქვს მსგავსი პროცესების ფუფუნება? საქართველო, რომელიც ასეთ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ველზეა, ვერ გაუძლებს რყევებს. ოპოზიციას მხოლოდ სურვილი აქვს დროზე შემოაღოს პარლამენტის კარი, რეალურად პარტიები ზღურბლზევე აირევიან და ვერ შექმნიან ძლიერ მთავრობას. ეს ხომ ჩვენ მტერს უნდა. ოკუპანტი ელის, რომ საქართველო იყოს სუსტი და არასტაბილური. ეს გავაკეთოთ მხოლოდ იმის გამო, რომ პარლამენტში შემოვიდნენ? პოლიტიკოსები, მათი შვილები, დები, ძმები და ასე შემდეგ. პარტიულმა ლიდერებმა კი ფული აკეთონ სიების წერაში. არა, სიას დაწერს ხალხი, რომელიც თითოეულ წარმომადგენელს ამოიცნობს პოლიტიკურ სცენაზე“, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშითეონა ჭალიძე: სამი დღის დაფუძნებულ კომპანიებს არ ვანდოთ ათასობით ბავშვის კვება
შემდეგი სტატიაგიორგი კახიანი პროპორციულ სისტემაზე: ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ