დილის 02:50 საათზე რუსმა ტერორისტებმა ააფეთქეს კახოვკას ჰესის სტრუქტურები, რაზეც აგრესორმა ქვეყანამ პასუხი უნდა აგოს – ზელენსკი

დილის 02:50 საათზე რუსმა ტერორისტებმა ააფეთქეს კახოვკას ჰესის სტრუქტურები, რაზეც აგრესორმა ქვეყანამ პასუხი უნდა აგოს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ წყალდიდობის ზონაში 80-მდე დასახლებაა. ახლა ყველა სამსახური, მათ შორის სამხედრო, ჩართულია ხალხის გადარჩენაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ასევე ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ საბჭოს სხდომაზე შეთანხმებულ იქნა საერთაშორისო და უსაფრთხოების ზომების ერთობლიობა, რათა რუსეთს დაეკისროს მკაცრი პასუხისმგებლობა ამ ტერაქტზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს უსუსურ და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე
შემდეგი სტატიარაიმე რწმენა რომ მქონოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეში ან პარტიაში მიმდინარე პროცესებში, პარტიას არ დავტოვებდი – დეკანოიძე