ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს უსუსურ და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე

ჩვეულებრივი, მე არ მინახავს განცხადება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენს უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტის თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ 2 ივნისს დაკავებულებზე შესაძლოა მათი მონიტორინგი განხორციელდეს და ისინი ამბობენ, რომ ამ დაკავებულების საქმეს შეისწავლიან.

„ესეც სახეა ჩვეულებრივი, მე არ მინახავს განცხადება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენს უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე. ისინი პროვოცირებენ.
როგორ არ მაინტერესებს ეხლა ხო წარმოგიდგენიათ საერთოდ, ეს არის მარტივი პროვოკაციები, რომელზეც საერთოდ სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი. ვინც პოლიციის შეურაცხყოფას და პროვოცირებას შეეცდება, ყველა იქნება დასჯილი“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – მე თქვი, რომ ამ დიდი ომის, ერთ-ერთი მიზეზი და არა ერთადერთი იყო უკრაინის სურვილი, გამხდარიყო, თუ გახდეს ნატოს წევრი; მეორე დღესვე გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი და თქვა, რომ ამ ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ უკრაინას აქვს სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ასევე ბატონი მაკრონი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა პრაქტიკულად იგივე
შემდეგი სტატიადილის 02:50 საათზე რუსმა ტერორისტებმა ააფეთქეს კახოვკას ჰესის სტრუქტურები, რაზეც აგრესორმა ქვეყანამ პასუხი უნდა აგოს – ზელენსკი