დილან რუფს, რომელმაც ეკლესიაში შავკანიანები დახოცა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

news
ავტ.: news იანვარი 11, 2017 23:50

დილან რუფს, რომელმაც ეკლესიაში შავკანიანები დახოცა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში, ქალაქ ჩარლსტონის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, 22 წლის დილან რუფს, ეკლესიაში ცხრა აფროამერიკელის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. მსაჯულებმა დაადგინეს, რომ 22 წლის ახალგაზრდამ დანაშაული რასობრივი სიძულვილის გამო ჩაიდინა.
სასამართლოზე რუფს ჩადენილი არ მოუნანიებია, მან მსაჯულებს უთხრა: “ვგრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, ამ წუთამდე ვგრძნობ, რომ ეს უნდა გამეკეთებინა”.
რუფმა დანაშაული 2015 წლის 17 ივლისს ჩაიდინა.

აშშ დასავლეთში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს. სასჯელის უმაღლესი ზომა 31 შტატშია ძალაში.

news
ავტ.: news იანვარი 11, 2017 23:50

Google სტატისტიკა


2,455
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics