ნორვეგიელი პროკურორი: მკვლელი ბრეივიკი საშიშია, როგორც არასოდეს

77 ადამიანის მკვლელი ბრეივიკი, რომელიც ნორვეგიის ციხეში იხდის სასჯელს, პროკურორების განცხადებით, ახლა უფრო რადიკალურია, ვიდრე ოდესმე – ასეთი გაფრთხილება გაისმა სააპელაციო სასამართლოზე, რომელიც ბრეივიკის ციხეში ცხოვრების დეტალებს განიხილავდა.
პროკურორმა ფრედერიკ სეირსეტედმა განაცხადა, რომ მთავრობა ბრეივიკის მხრიდან გაუაზრებელი ქცევებისთვის მზად უნდა იყოს.

ტერორისტი ანდრეი ბრეივიკი, რომელიც დღეს სასამართლოში სააპელაციო განცხადების განხილვის მოსასმენად იყო მიყვანილი, დამსწრეებს ნაცისტური ჟესტით მიესალმა. მოსამართლე მის ამ ჟესტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა და ბრეივიკს გაფრთხილება მისცა.
ნორვეგიის სასამართლომ 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტლებაზე ორი აპელაცია განიხილა. მაშინ ბრეივიკმა მიაღწია იმას, რომ ციხეში მისი მდგომარეობა “არაადამიანურ პირობებად” შეფასდა: ტერორისტი იმაზე ჩიოდა, რომ მასთან ცივი ყავა მიჰქონდათ, საჭმელს კი მიკროტალღურ ღუმელში აცხელებდნენ. “ეს იმაზე უარესია, ვიდრე წყალში წამება” – მაშინ ამბობდა ბრეივიკი. გარდა ამისა, მის აღშფოთებას იწვევდა ის, რომ ის იზოლირებული იყო სხვა პატიმრებისგან და რომ მასთან მეგობარ-ექსტრემისტებს არ უშვებდნენ.
მაშინ სასამართლომ საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანად ცნო და გადაწყვეტილება მიიღო, ბრეივიკს კომპენსაციის სახით 40,7 ათასი დოლარი მისცენ. თუმცა, გადაწყვეტილებამ ვერც ერთი მხარე ვერ დააკმაყოფილა – ვერც მომჩინავი და ვერ ნორვეგიის მთავრობა.

banner
წინა სტატიაშიშრომის ინსპექტირების შედეგად, რიგ დაწესებულებებში, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობისა და ელექტროუსაფრთხოების გაუმართაობის შემთხვევები გამოვლინდა
შემდეგი სტატიადილან რუფს, რომელმაც ეკლესიაში შავკანიანები დახოცა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს